ბუტრაგენიო:„ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვართ“
ემილიო ბუტრაგენიომ განვლილი დაპირისპირება შეაფასა და მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა...
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა ძალიან ეფექტური ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ ვხედავდით კოლექტივს, რომელსაც ჰქონდა მიზანი და ცდილობდა ნაბიჯ-ნაბიჯ მისულიყო წარმატებამდე. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გახლდათ.“
„ტიბო კურტუამ სეზონის განახლების შემდეგ არნახული კლასი შემოგვთავაზა. ბელგიელი გოლებს ფაქტობრივად არ უშვებს.“
„საკმაოდ დიდი დანაკლისი გვქონდა. ნაჩეტე მზად არ იყო, კარვახალსა და რამოსს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ, მარსელოსთან დაკავშირებით კი ყველაფერი დასრულებულია. ბრაზილიელი ამ სეზონში ლა ლიგაში ვერ დაგცეხმარება.“
„ლა ლიგაში ყველა თამაში რთულია, მეტოქეს ვერ გამოარჩევ. ფერლან მენდიმ საკმაოდ ბევრჯერ გაამწვავა სიტუაცია, განსაკუთრებით ამის თქმა პირველ ტაიმზე შეიძლება.“
„აზარი ამ სეზონში ძალიან ბევრჯერ დაშავდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ედენს არ გაუმართლა, თუმცა ის ყოველთვის სახიფათოა, როდესაც ბურთს იღებს.“
„რატომ გესაუბროთ VAR სისტემაზე, როდესაც წინ 3 ფინალი გვაქვს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ მხოლოდ მომდევნო ტურზე ვფიქრობთ და სწორედ ამ მიდგომით ვაღწევთ წარმატებას. მითქმა-მოთქმა არ გვაინტერესებს და ვფიქრობ, რომ სწორი გეზი გვაქვს აღებული.“
„ვიმედოვნებ, ბენზემას მდგომარეობა რთული არ იქნება, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი და თუ კარიმი ვერ დაგვეხმარება, ზიზუ ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.“
„ამაყი ვარ ყველა ფეხბურთელით, რომელიც „რეალის“ წარმატებისთვის ბოლომდე იხარჯება.“
- 11 ივლისი 2020
- 1 060
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.