მენდი 2000-იანებში გადავიდა
ფერლან მენდიმ „ალავესთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და იმ ფეხბურთელთა სიას შეუერთდა, რომლებმაც მიმდინარე სეზონში 2000 და მეტი წუთი გაატარეს მოედანზე...
იმ ფონზე, რომ ფერლანის კონკურენტი მარსელო ვიეირაა, 2000 წუთი ძალიან სერიოზული მაჩვენებელია.
სადებიუტო სეზონში ფრანგმა განაპირა მცველმა მოედანზე უკვე 2045 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 28 მატჩია, სადაც 2 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ფერლანმა მარსელოსაც გაასწრო. ბრაზილიელმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 1855 წუთი დააფიქსირა. სამწუხაროდ, ვიცე-კაპიტანმა ლა ლიგა უკვე დაასრულა, ვინაიდან ტრავმა მიიღო, რომლის მკურნალობასაც 3 კვირა მაინც დასჭირდება.
- 11 ივლისი 2020
- 696
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.