სტატისტიკა, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს
„რეალისა“ და „ალავესის“ დაპირისპირებაში საკმაოდ საინტერესო ციფრები დაფიქსირდა...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უტევდა, როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ გაცილებით მეტი გოლის გატანა.
მადრიდელებმა 90 წუთის მანძილზე 729 პასი გააკეთეს, როდესაც სტუმრებმა ეს მხოლოდ 226-ჯერ შეძლეს.
ბურთის ფლობის მხრივ, ზიდანის გუნდს აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა, ვინაიდან საბოლოო ჯამში „რეალმა“ 71%-იანი სტატისტიკა დააფიქსირა.
„რეალი“ შეტევაში 123-ჯერ წავიდა, საიდანაც 63 შემთხვევაში იერიშმა მწვავე ხასიათი მიიღო. „ალავესმა“ კი შეტევა 85-ჯერ დაიწყო, საიდანაც „რეალის“ მცველები 21-ჯერ შეწუხდნენ.
და ბოლოს, „რეალმა“ გოლის გატანა 18-ჯერ სცადა, „ალავესმა“ კი 10-ჯერ.
- 11 ივლისი 2020
- 1 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.