ზიდანი:„„ბარსელონას“ შანსი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ჩვენ წინ 3 ფინალი გვაქვს“
ზიდანმა „ალავესის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ფერლან მენდის თამაში. ფრანგი მცველი ძალიან პროდუქტიული იყო, როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში და პენალტიც გამოიმუშავა, ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა კიდევ მოუმატებს.“
„წინ 3 ფინალი გვაქვს და ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგები ვაჩვენოთ. ჩვენ 11 ფინალიდან 8 უკვე მოვიგეთ და ღირსეული ლიდერები ვართ. ახლა შემჭიდროვებული კალენდარი გვაქვს და ვეცდებით, რომ ტემპი არ დავაგდოთ.“
„არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ხამეს როდრიგესი „რეალის“ შემადგენლობაში კიდევ.“
„ბენზემას მარჯვენა ბარძაყზე მცირე პრობლემა უფიქსირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ფრანგი მოთამაშე მომდევნო ტურებში ასპარეზობას შეძლებს, ის ძალიან გვჭირდება.“
„დიახ, ყველა მატჩში ბევრი გოლი ვერ გაგვაქვს, მაგრამ ახლა მთავარი მატჩების მოგებაა. ბოლო 4 დაპირისპირებაში 5 გოლის გატანა შევძელით. იყო მატჩები, როდესაც 4 და 5 გოლს ერთ ტაიმშიც ვიტანდით, მაგრამ ახლა სხვა მიზნები გვაქვს.“
„კურტუამ ყველას დაუმტკიცა, რომ უმაღლესი დონის კიპერია. ბელგიელმა კარის დარაჯმა არანორმალური პროგრესი აჩვენა და თუნდაც „ალავესთან“ დაპირისპირებაში ბევრჯერ გადაგვარჩინა გაშვებულ გოლს.“
„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ლა ლიგის მოგება განსაკუთრებულ სტაბილურობას მოითხოვს. ეს არის ურთულესი ტურნირი. ახლა მართლაც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ „ბარსელონას“ „რეალზე“ გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, ვინაიდან ჩვენ 4 ქულიანი უპირატესობა გვაქვს, თუმცა მომდევნო 3 ფინალში გამარჯვებები გვმართებს, ჩვენ არ მოვდუნდებით.“
„პენალტები? როდესაც თამაშის წესი ირღვევა მსაჯმა უნდა ჩასტვინოს ზედიზედ 3 მატჩშიც, ოთხშიც და მეტშიც.“
- 11 ივლისი 2020
- 11 906
- 19