ზიდანი:„გადავრჩით“
ზიდანმა „ალავესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ისეთ მეტოქესთან, როგორიც „ალავესია“, თამაში მარტივი ნამდვილად არ არის. ამ გუნდს ლა ლიგაში დარჩენა სურს და თითოეული ქულისთვის ბოლომდე იბრძოლებს.“
„ლა ლიგის მეორედ მოგება მსურს, ამისთვის კი დარჩენილი 4 ფინალის მოგება მმართებს.“
„იოვიჩთან დაკავშირებით ახალი არაფერია. რისკის თავიდან აცილების მიზნით, სერბი ფეხბურთელი იზოლაციაში იმყოფება.“
„ვინისიუსთან დაკავშირებით ტესტირებაზე შეიქმნა პრობლემა, ის ხელმეორად გაიკეთებს ანალიზს კორონავირუსზე.“
„აზართან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გადავრჩით, ბელგიელს ტრავმის რეციდივი არ აქვს და ჩვენთან ერთად იქნება. მცირე დისკომფორტი მალე ჩაბარდება წარსულს.“
„დარწმუნებული ვარ, იოვიჩი ჩვენთან დარჩება და მომდევნო სეზონში ბევრი გოლის გატანას შეძლებს. ლუკას ამ სეზონში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა იმის თქმა უკვე დანამდვილებით შეიძლება, რომ ადაპტაცია გავლილია.“
„მარსელოს მცირე დაზიანება აქვს, ბრაზილიელი დიდი ალბათობთ „ალავესთან“ არ იქნება, თუმცა მალე დაგვიბრუნდება.“
„უკვე გითხარით, რომ ხამესთან დაკავშირებით მეტ განცხადებას არ გავაკეთებდი. ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრეთ და ეს არის შიდა საკითხი, რომელზეც საჯაროდ გამოსვლა არ შეიძლება.“
„ასენსიო რეგულარულად ვარჯიშობს და გუნდის დახმარებას ცდილობს, მან სასტარტოში თამაშიც მოახერხა. დიდხნიანი ტრავმის შემდეგ ესპანელზე გათვლის გაკეთება შეგვიძლია.“
„ფეხბურთელების ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ესეც შიდა საკითხია, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრე. მერწმუნეთ, ყველაფერს მალე გაიგებთ.“
„დარწმუნებული ვარ, რთული თამაში გველის, ჩვენ ოთხივე დაპირისპირების მოგებას ვაპირებთ და სწორედ ამაზე ვკონცენტირდებით. საკმაოდ რთული და შემჭიდროვებული გრაფიკი გვაქვს, თუმცა ყველაფერს შევძლებთ.“
„მე არ ვსაუბრობ „ბარსელონას“ კარგ ან ცუდ გამოსვლაზე. ფეხბურთს სიამოვნებისთვის ვუყურებ.“ „ვარანი თავს კარგად გრძნობს, ის გუნდის დასახმარებლად მზადაა.“
- 9 ივლისი 2020
- 5 013
- 14