„რეალი“ რეგილონის დაბრუნებას არ აპირებს
სერხიო რეგილონი „სევილიაში“ დარჩება. ახალგაზრდა ფეხბურთელს ლოპეტეგის გუნდთან 2 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება აკავშირებს...
ზიდანის აზრით, დაცვის მარცხენა ფლანგზე მარსელო ვიეირასა და ფერლან მენდის ყოფნა სავსებით საკმარისია, აქედან გამომდინარე, რეგილონის საჭიროება აღარ არსებობს.
„ბლანკოსს“ რეგილონის დაბრუნების საშუალება ამ ზაფხულსაც აქვს, მაგრამ როგორც სჩანს, მოთამაშე 2 წლიან იჯარას ბოლომდე შეასრულებს.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულში შესაძლოა გუნდიდან მარსელოც წავიდეს და ამ დროს რეგილონის დაბრუნების საკითხი სერიოზულად დადგება დღის წესრიგში.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „რეალმა“ ცოტა ხნის წინ ესპანელ მცველთან დაკავშირებით 25 მილიონიანი წინადადება დაბლოკა.
- 9 ივლისი 2020
- 896
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.