„რეალმა“ „ალავესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ერთდღიანი შესვენების შემდეგ „ალავესთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ზიზუმ დღევანდელი სესიაც გვიან დანიშნა, რათა მოთამაშეებს მთელი დღის მანძილზე დამატებით დაესვენათ.
აზარმა ვარჯიშის პირველი ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა, ხოლო მეორე ნაწილში ინდივიდუალურად დაიტვირთა. ნაჩო ფერნანდესი მწვანე მინდორზე გამოჩნდა, თუმცა მას განსხვავებული დავალებები ჰქონდა.
ზიზუმ დიდი ყურადღება დაუთმო მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშს, პრესინგსა და კარში დარტყმებს.
მეკარეები განცალკევებით ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
სესია მკაცრი სანიტარული ნორმების დაცვით წარიმართა.
- 7 ივლისი 2020
- 890
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.