კიკე სეტიენი:„VAR სისტემამ ერთიანი მეთოდით უნდა იმუშავოს“
კიკე სეტიენმა მორიგი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მადრიდის „რეალსა“ და VAR სისტემასაც შეეხო...
„მოდით, ყველამ ვაღიაროთ და შევთანხმდეთ, რომ VAR სისტემა მეტი სიზუსტისთვის და ნაკლები სპეკულაციისთვის შეიქმნა, მაგრამ ახლა განსხვავებული ვითარებაა.“
„ეს სისტემა გაამართლებს, თუ იარსებებს ერთიანი მეთოდი და არ იქნება განსხვავებული გადაწყვეტილებები.“
„„რეალისა“ და მსაჯების სპეკულაციები ახლა უკვე დასრულებული იქნებოდა, რომ არა არაერთგვაროვანი მიდგომები.“
„ბართომეუს განცხადება ჩემზე? ვამაყობ, რომ პრეზიდენტი სრულ ნდობას მიცხადებს, ეს ყველაფერი მეტი კონცენტრაციის საშუალებას მაძლევს. ლა ლიგისთვის ბრძოლა გრძდელდება.“
- 7 ივლისი 2020
- 1 677
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.