რა იქნებოდა, რომ არა VAR-ი?

პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ, სამეფო კლუბი შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს.ზიდანის დასვენებულმა შეგირდებმა 7 შეხვედრა ჩაატარეს და მათ ანგარიშზე 100 პროცენტიანი შედეგია.

შესაბამისად, „რეალი“ დამსახურებულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ასევე 4 ქულთ უსწრებს მდევარ „ბარსელონას.“ არადა, კატალონილები საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე პირველ საფეხურს იკავებედნენ, თუმცა მათი რამდენიმე წაბორძიკება, დედაქალაქელებმა გამოიყენეს.

გამომდინარე იქედან, რომ „რეალი“ საკმოდ ახლოს არის მორიგ ტიტულთან, „ბლაუგრანამ,“ როგორც წესი, მსაჯებზე დაიწყო აპელირება.კლუბის წარმომადგენლების განცხადებით, მათ შორის პრეზიდენტის, ვიდეორეფერის სისტემა ძალზედ წყალობს ზიდანის გუნდს, რაც უპირატესობაა კონკურენტებთან შედარებით. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი კომიტეტი ბართომეუს ინტერვიუებს უკვე სწავლობს და მსგავსი სიტყვების გამო, მას არცთუ ისე მცირე თანხის გადახდა მოუწევს ჯარიმის სახით.

ცხადია, „კულეების“ რიგებში მოასპარეზე ფეხბურთელებსა და მათ გულშემატკივრებს ნებისმიერი ბრალდების წაყენება შეუძლიათ „ბლანკოსისთვის“ და ამას უკვე მიჩვეულნი ვართ, მაგრამ მაინც საინტერესოა თვალი გადავავლოთ სტატისტიკას, რომელიც სრულად აქარწყლებს მტრების პოზიციას.

კერძოდ, მიმდინარე სეზონის განმავლობაში, VAR-ის საქმეში ჩართვის დამსახურებით, მადრიდელებმა 4 ქულა გამოიმუშავეს და 4 ქულაც დაკარგეს.რაც შეეხება „ბარსელონას,“ მათი ციფრებიც იდენტურია - ორი ორის წინააღმდეგ. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ არა ვიდეორეფერის ინსტიტუტი, პრიმერა დივიზიონის მოქმედ გათამაშებაში ისეთივე სიტუაცია იქნებოდა, როგორიც დღეს არის.

მაშასადამე, ყველაფერი ნათელია და ცოტა არ იყოს უხერხულია, „მეტი ვიდრე კლუბისგან“ ამ თემით სპეკულირება.



1

7 ივლისი 2020 13:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მარსელოზე 100% პენალი იყო.მაგრამ რამოსზეც იყო პენალი. ვერ ხედავდა,ეგ არ არის გამართლება. ეგრე ხელზე რო ხვდება საჯარიმოშ შემთვევით,ვეფც იმას ვერ ხედავს ფეხბურთელი და რაუნდა ქნან? არუნდა დანიშნონ პენალი? არანაიარდ არ ევთანხმები,რომ რეალს მსაჯები ეხმარებიან, უბრალოდ ალბათ ყველაზე არაკვალპიკაციური სმაჯები არიან ეს ესაპნელები. იმიტომაც არ ანდობენ ხოლმე დიდი თამაშების მსაჯობას, 1-2 გამოკლებით.

მიმხრობას რაც შეეხება, ეგ ყოველთვის ეგრე იყო და იქნება. დიდი გუნდების მიმართ ყოველთვის იყო მცირე მიხმრობა. მსაჯებს შორისაც იქნება ეგ და რატო გიკვირთ? ვინმეს ჯერა, რომ ლა ლიგის არცერთი მსაჯი არ გულშემატკივრობას ბარსელონას ან რეალს? შესაბამისად ორივე მიმართ უშვებენ შეცდომებს, ზოგჯერ მიანიმართულად,ზოგჯერ არაპროფესიონალიზმის გამო.

2

7 ივლისი 2020 14:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
Kai ho reals chuqnian penlebs ho? Da barsas bolo dros rogori penlebi daudes ra male dagaviwydat

3

7 ივლისი 2020 14:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რამოსის ეპიზოდი როცა ფეხზე აბიჯებს ბილბაოს ფეხბურთელს. 1) არ იყო სათამაშო ეპიზოდი და 2) ბურთი რომც ჩაეეოდებინათ მაგ მომენტში მაინც არ იქნებოდა პენალტის თამაშგარეს გამო. ვართან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ერთი უსამართლობის შეგრძნება დამრჩა მხოლოდ მესის გოლზე. ვილიარეალთან არ უნდა გაუქმრბულიყო, მაგრამ მანდ არაფერი შეუცვლია მაგას.

4

7 ივლისი 2020 21:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: კასილასი-THE best
არანაიარდ არ ევთანხმები,რომ რეალს მსაჯები ეხმარებიან,

რეალსაც კარგად ემხრობიან და ბარსელონასაც.აქ იმასთან უფრო გვაქ საქმე ვინ როგორ გამოიყენა ეს მსაჯების მიმხრობა ვიდრე მსაჯელონა მსაჯრიდის რეალთან.მსაჯებსაც რო ყავთ თავიანთი ფავორიტები ამაზე ლაპარაკი არცუნდა იყოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)