როგორც იქნა! მილიტაომ თავი გამოიჩინა
რაფაელ ვარანის ტრავმის გამო, „სან მამესზე,“ სერხიო რამოსს ედერ მილიტაო შეუწყვილდა.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა მცველმა არაერთი შეხვედრა ჩაატარო სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მისი გამოსვლა შექებას ნამდვილად არ იმსახურებდა.ამ მხრივ გამონაკლისი გამოდგა „ატლეტიკთან“ დაპირისპირება, სადაც „პორტუს“ ყოფილი მკვიდრი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
მილიტაომ საკმაოდ სტაბილურად იასპარეზა და რამდენიმე ეპიზოდში საიმედო თამაშის წყალობით თავის გამოჩენაც შეძლო.ის მთელი მატჩის განმავლობაში მეურვეობდა პრიმერას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ფორვარდ ინიაკი ვილიამს და ამ უკანასკნელმაც ვერაფერი გააწყო მის წინააღმდეგ.
ზიდანი მოხარულია მილიტაოს პროგრესით. ფრანგ სპეციალისტს სწორედ ედერის შესაძლებლობების გამოყენება მოუწევს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში და სასიხარულოა, რომ სამხრეთ ამერიკელი ასეთ ფორმაშია.
MARCA
- 6 ივლისი 2020
- 1 866
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.