განმეორებითი მატჩი მანჩესტერში ჩატარდება
როგორც იცით, პანდემიის გამო, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულება აგვისტოს თვეში იგეგმება.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჯერ კიდევ მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრებია ჩასატარებელი, რომლის შემდეგაც გათამაშების ფორმატი შეიცვლება და გუნდები მხოლოდ 1 მატჩის ფარგლებში გაარკვევენ შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობას.
თავდაპირველად ივარაუდებოდა, რომ 1/8 ფინალური სტადიის დარჩენილი თამაშებიც პორტუგალიაში შედგებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კლუბების ზეწოლის შედეგად, „უეფა“ მოვლენების მსგავს განვითარებაზე აღარ ფიქრობს.შესაბამისად, „მანჩესტერ სიტი“ სწორედ საკუთარ ქალაქში უმასპინძლებს მადრიდის „რეალს,“ რომელმაც პირველი პაექრობა 1-2 დათმო.
ცნობისათვის, ჩ/ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური თამაშები ლისაბონში ჩატარდება.
AS
- 6 ივლისი 2020
- 2 128
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.