ზიდანი მარჯვენა მცველად ლუკას ვასკესს მოიაზრებს
მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალს“ „ალავესთან“ დაპირისპირებაში სერხიო რამოსი და დანი კარვახალი გამოაკლდება...
რამოსს ედერ მილიტაო ჩაანაცვლებს, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ კარვახალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს.
ნაჩო ფერნანდესი ჯერ კიდევ არ არის 100%-ით მზად და არავინ იცის, როგორ ფორმაში იქნება, როდესაც თამაშს შეძლებს.
„ალავესთან“ დაპირისპირებაში დაცვის მარჯვენა ფლანგზე ზიდანი ლუკას ვასკესის გამოყენებს გეგმავს. ასევე არსებობს ფერლან მენდის ვარიანტიც, თუმცა ვინაიდან ის მარცხენა ფეხით თამაშობს, ხოლო ვასკესი მემარჯვენეა, მისი დაყენება უფრო ოპტიმალურ ვარიანტად მოსჩანს.
„ბლანკოსი“ მომდევნო ტურამდე 4 ვარჯიშს გამართავს, სადაც ზიზუს ექნება საშუალება, რომ ოპტიმალური ვარიანტი აირჩიოს.
- 6 ივლისი 2020
- 1 198
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.