რამდენი ქულა აშორებს „რეალს“ ჩემპიონობამდე?
როგორც იცით, ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურიღაა დარჩენილი.
არსებული მომენტისათვის, ზინედინ ზიდანის შეგირდები 77 ქულას მოითვლიან და 4-ით უსწრებენ მდევარ „ბარსელონას.“ აღსანიშნავია, რომ დარჩენილი შეხვედრებიდან, მადრიდელებს მხოლოდ 8 ქულის აღება სჭირდებათ ტიტულის გასაფორმებლად. უფრო კონკრეტულად, „თეთრებს“ 2 მოგება და 2 ფრეც ჰყოფნით ჩემპიონობისათვის, ან 3 გამარჯვება და 1 მარცხი, თუ რა თქმა უნდა, შუალედში კიდევ ერთხელ არ წაბორძიკდნენ სეტიენის დარიგებულები.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელების მომავალი მეტოქეები არიან: „ალავესი“ (შინ), „გრანადა“ (სტუმრად), „ვილიარეალი“ (შინ) და „ლეგანესი“ (სტუმრად.)
შეიძლება ითქვას, სამეფო კლუბს რთული მოწინააღმდეგეები უკან ჰყავს მოტოვებული, თუმცა საქმე ბოლომდე არის მისაყვანი.
- 6 ივლისი 2020
- 1 953
- 4