ზიდანი:„ჩემპიონისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“
ზიდანმა „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა ჩვენი დაცვითი პოტენციალი ამ ეტაპზე მართლაც უმაღლეს დონეზეა აყვანილი. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ და ყველა ფეხბურთელს მადლობას ვეუბნები. ჩვენ ჩემპიონიბისკენ სვლას განვაგრძობთ.“
„მსაჯებზე საუბარს არ ვაპირებ. უკვე ძალიან დამღლელია უაზრო პოლემიკის მოსმენა. თუ ვინმეს გარკვეული კითხვები აქვს, კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს.“
„რამოსი პენალტების უბადლო შემსრულებელია, ისევე როგორც კრიშტიანო. ფაქტია, კაპიტანმა პორტუგალიელის საქმე შესანიშნავად გადმოიბარა.“
„მილიტაოს ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია, თუმცა ახლა ხარისხიანი ფეხბურთი შემოგვთავაზა. მიხარია, რომ ბრაზილიელმა საკმაოდ ეფექტური თამაში აჩვენა.“
„ხამეს როდრიგესის განაცხადში არშეყვანა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო, სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.“
„7 მატჩიდან 7 მოვიგეთ და 100%-იანი შედეგი გვაქვს, ეს მარტივი ნამდვილად არ იყო. კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და თასის მოგებასთან ყველაზე ახლოს ვართ. აუცილებლად დაველოდებით „ბარსელონასთან“ დაპირისპირებას, თუმცა მოდუნებას არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ.“
„ფიზიკური თვალსაზრისით ამ ეტაპზე მოწოდების სიმაღლეზე არ ვდგავართ, რადგან 3 დღეში ერთხელ თამაში გვიწევს, ეს ნამდვილად არ არის მარტივი ამოცანა.“
„მოედანზე ჩხუბი არასდროსაა გამართლებული საქციელი. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ დაპირისპირებებს მოერიდონ.“
- 5 ივლისი 2020
- 4 176
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.