რამოსი:„ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონობისკენ“
სერხიო რამოსმა „ბილბაოსთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ეს იყო ურთულესი დაპირისპირება და ამის მოლოდინიც არსებობდა. „ბილბაო“ საშინაო არენაზე კიდევ უფრო ძლიერია. 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და ამ ეტაპზე „ბარსელონას“ 7 ქულით ვუსწრებთ. დიდი ინტერესით დაველოდებით სეტიენის გუნდის გამოსვლას „ვილიარეალის“ წინააღმდეგ. ჩვენ ეტაპობრივად ვასრულებთ გეგმას და მივიწევთ ჩემპიონობისკენ.“
„როდესაც გუნდს ვეხმარები ძალიან მიხარია, მაგრამ არა პირად რეკორდებსა და გოლებზე, არამედ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ. როდესაც გავიტანე მივხვდი, რომ 3 ქულასთან ახლოს ვიყავით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
„საკუთარი კარის კიდევ ერთხელ მშრალად შენახვა შევძელით. ჩვენ გოლებს ფაქტობრივად არ ვუშვებთ, რაც გადამწყვეტი ფაქტორია მიმდინარე სეზონში.“
„მსაჯების კრიტიკა და ზეწოლა? ჩვენ მხოლოდ ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ და ნამდვილად ვერ გავამახვილებთ ყურადღებას სხვა დეტალებზე.“
„წინ კიდევ გვაქვს ფინალები. სამწუხაროდ, ყვითელი ბარათი მივიღე და მომდევნო მატჩის გამოტოვება მომიწევს, რაც ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა. ალბათ მეტი სიფრთხილე მმართებდა.“
- 5 ივლისი 2020
- 1 048
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.