7 წელი კარვახალის „რეალში“ დაბრუნებიდან!

დღეს, 5 ივლისს 7 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც დანიელ კარვახალმა „რეალის“ მარჯვენა ფლანგი ჩაიბარა.

„კასტილიას“ აღზრდილმა „ლევერკუზენში“ მიღებული დიდი გამოცდილების შემდეგ სამეფო კლუბში დაბრუნების შანსი მიიღო და გამოიყენა კიდეც.

უკვე 7 წელია „ბლანკოსის“ მარჯვენა ფლანგ ღირსეული ბატონ-პატრონი ჰყავს. კარვახალი ფაქტობრივად უკონკურნეტო ფეხბურთელია და წლების სტაბილურად გამოდის.

7 წელიწადში დანიმ 275 დაპირისპირების გამართვა მოასწრო და 6 გოლიც ჩაიწერა აქტივში. ასევე აღსანიშნავია, რომ ესპანელ მოთამაშეს 46 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

კარვახალის ანგარიშზეა 4-4 ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მუნდიალის თასი, 1 ლა ლიგა, 1 სამეფო თასი, 3 ევროპის სუპერთასი და 2 ესპანეთის სუპერთასი.

ეჭვი არავის ეპარება, რომ მომდევნო სეზონში დანი „300-იანთა კლუბში“ შევა და მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის.

წარმატებები კარვახალს!

  • Ramos
  • 5 ივლისი 2020
  • 756
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (145)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)