სანტიაგო ბერნაბეუზე სამუშაოები არ წყდება
ფლორენტინო პერესის გეგმა გადაჭარბებით სრულდება. ამის თქმა თამამად არის შესაძლებელი, ვინაიდან სანტიაგო ბერნაბეუზე არსებული სამუშაოები არცერთი წუთით არ წყდება.
მდგომარეობა, რომლამდეც სტადიონი ახლაა მისული, რამდენიმე თვის შემდეგ უნდა დამდგარიყო, მაგრამ სამუშაოების სისწრაფე მართლაც თვალსაჩინოა.
ესპანური გამოცემები რეკონსტრუქციის გაცილებით ადრე დასრულებაზე ალაპარაკდნენ, თუმცა აღსანიშნავი ისაა, რომ მომდევნო სეზონში გუნდი კვლავ საშინაო არენაზე დაბრუნებას გეგმავს და დაპირისპირებების „დი სტეფანოზე“ გამართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყდება, თუ ქომაგების დასწრებასთან დაკავშირებით აკრძალვები კვლავ იარსებებს.
- 5 ივლისი 2020
- 988
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.