ზიზუ:„ძალიან სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ აზარს კვლავ პრობლემები აქვს“
ზიზუმ „ბილბაოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„მზად ვართ, კიდევ ერთი ფინალის ჩასატარებლად. ზუსტად ვიცით, რამხელა სირთულეს წარმოადგენს „ბილბაოსთან“ თამაში, თუმცა გეგმა 3 ქულაა.“
„სამწუხაროდ, აზარი გამოგვაკლდება. მასთან დაკავშირებით რისკმა არ უნდა იარსებობს. დიახ, ბელგიელს თამაში არ შეუძლია, ამიტომ სხვა მოთამაშეებზე გავაკეთებთ გათვლას.“
„ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაბრუნდება აზარი. ფაქტი ისაა, რომ ედენი ექიმების ყოველდღიური დაკვირვებისქვეშ არის. ჩვენ მის გარეშე მოგვიწევს ფონს გასვლა.“
„ბენზემას პრობლემები ფრანგულ სამართალდამცავ სისტემებთან? მე ახლა „ატლეტიკთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციას ვმართავ და პირად პრობლემებზე საუბარს არ ვაპირებ.“
„როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში ჩემზე ძალიან დიდი წნეხი მოდის, თუმცა პროფესიონალი ვარ და როდესაც მადრიდელობაზე მაქვს პრეტენზია, ზეწოლის ატანაც უნდა შემეძლოს.“
„კურტუა ზამორას ჯილდოსკენ მიმავალ გზაზე დგას და ეს ძალიან მახარებს. ყველას საკუთარი აზრი აქვს მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯთან დაკავშირებით, თუმცა მე მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე ბელგიელი პირველია.“
„ფიზიკური თვალსაზრისით გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 დღეში ერთხელ გვიწევს თამაში, რაც მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ არსებობს რესურსი, რომელსაც ვიყენებთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა ხვალინდელი თამაშის მოგებაა.“
„ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ და მნიშვნელოვან ფიგურად მივიჩნევ. ფეხბურთი გუნდური სპორტია და სწორედ კოლექტივი აღწევს წარმატებას.“
„გრაფიკზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს, კონცენტრაცია „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაზე უნდა მოვახდინოთ.“
„როდესაც აზარი გუნდის დახმარებას ახერხებს, ყოველთვის ბედნიერია. ახლა რა თქმა უნდა, უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისქვეშაა. სამწუხაროდ უნდა გამცნოთ, რომ ბელგიელისთვის ეს სეზონი ნაყოფიერი ვერ გამოდგა.“
„ედენი პროფესიონალია, ის უდიდეს კლასს ფლობს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.“
„მილიტაო მადრიდის „რეალს“ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა. ბრაზილიელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რამოსისა და რაფაელის დონის ცენტრალური მცველი გახდეს. მილი არის „ბლანკოსის“ აწმყო და მომავალი. ბასკურ კლუბთან დაპირისპირებაში ედერს სასტარტო შემადგენლობაში იხილავთ.“
„თითოეულ ფეხბურთელს აქვს ვალდებულება, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ლა ლიგის მოგებაზე იფიქროს. როდესაც ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და ხელში არაფერი გიჭირავს, ეიფორიაში ჩავარდნა კარგ შედეგს არ მოგცემს. მე მყავს ნამდვილი ვარსკვლავები, რომლებსაც სურთ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ემოციური ზეგავლენა ჩემს გუნდზე არ იარსებებს.“
„როდრიგო გოეში მომხიბვლელი და კარგი ბიჭია. ბოლო დროს გოეში ფიზიკურად ძალიან განვითარდა, ის ბევრს შრომობს და ცდილობს შესაძლებლობების გამოვლენას.“
„რაფაელ ვარანმა მძიმე დარტყმა მიიღო. ფრანგი ტრავმირებული არ არის, მაგრამ მოედანზე გასვლის შემთხვევაში გარკვეული რისკები იარსებებს. ზედიზედ ამდენი ჩატარებული სათამაშო წუთის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონს დასვენება არ აწყენს, აქედან გამომდინარე, ვარანს „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაში ვერ იხილავთ.“
- 4 ივლისი 2020
- 8 146
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.