„რეალმა“ „ბილბაოსთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
ზინედინ ზიდანის შეგირდები, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და ფინალური ვარჯიში გამართეს...
ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რაფაელ ვარანმა და ედენ აზარმა კოლექტივთან ერთად ვარჯიში ვერ შეძლეს. დიდი ალბათობით, ბასკების წინააღმდეგ ზიზუს განკარგულებაში არცერთი არ იქნება.
სესიაზე დიდი ყურადღება გამახვილდა ტაქტიკურ მონახაზებსა და ბურთის ფლობის კომპონენტზე.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, „ბილბაოსთან“ დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 4 ივლისი 2020
- 626
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.