ზიდანი:„წინ 5 ფინალია, მეტი ინტენსივობა გვმართებს“
ზინედინ ზიდანმა „ხეტაფესთან“ მოპოვებული გამარჯვება შეაჯამა.
„დღეს ჩვენ გვაქვს სიხარულის საფუძველი, ვინაიდან რთულ მეტოქესთან მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება და საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულების აღება.ეს გახლდათ მოთმინებსა და გუნდის სულისკვეთების შედეგი.“
„მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ინერტულობა მომდევნო ტურებში არცერთი წუთით აღარ გამოიჩინონ. ჩვენ „ხეტაფესთან“ უფრო მეტი ტემპით თამაში გვმართებდა“
„ვფიქრობ, ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იმუშავეს.აღსანიშნავია ჩვენი თამაში უკანა ხაზში.როდესაც ბურთს ვკარგავდით, მაღალ დონეზე გამოვიყურებოდით დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს.შეტევაში ბევრი მომენტი არ გვქონია, თუმცა შანსი გამოვიყენეთ.მთავარია, რომ გუნდი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და ასე უნდა გავაგრძელოთ.“
„ფეხბურთელი დავალებებს კარგად ართმევენ თავს და ეს ადვილი საერთოდ არ არის.ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველ მესამე დღეს გვიწევს შეხვედრების ჩატარება.ბოლო 2 გამარჯვება მეტად რთულად მოვპიოვეთ და ამაში გასაოცარი არაფერია.წინ კიდევ 5 ფინალი გვაქვს დარჩენილი.ახლა საჭიროა დავისვენოთ, რათა მომდევნო დაპირისპირებას მომზადებულნი შევხდეთ.“
„რა თქმა უნდა, გუნდის წარმატების მოთამაშეებში დევს.სწორედ ისინი გადიან მოედანზე.მათ იციან, რომ ყოველთვის იქნება რთული პერიოდი.წარმოუდგენლია ფეხბურთში კვარცხლბეკზე ასვლა, გარკვეული წინაღობების გარეშე.ჩემი მიზანია, ასეთ შემთხვევებში ფეხბურთელების დარიგება და გამხნევება.“
„ჩვენი კაპიტანი ნამდვილი ლიდერია, როგორც მწვანე მინდორზე, ასევე მის გარეთ.სერხიო უნიკალურია, ის ძალიან ღირებული ფეხბურთელია გუნდში. მოხარული ვარ, რომ ასეთი თავდაჯერებულია პენალტების შესრულების დროს.ჩვენ გუნდური ძალისხმევის შედეგად მოვახერხეთ გოლის გატანა.ვულოცავ ფეხბურთელებს.“
„ვარანმა ძლიერი დარტყმა მიიღო სახის არეში.ექიმები დააკვირდებიან მის მდგომარეობას.ცხადია, ჩვენ რისკზე არ წავალათ.“
- 3 ივლისი 2020
- 5 295
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.