ვარანმა ძლიერი დარტყმა მიიღო
„რეალისა“ და „ხეტაფეს“ განვლილი დაპირისპირების პირველ ნახევარში, არცთუ ისე სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.
მატჩის მე-20 წუთზე, ერთ-ერთი სტანდარტულის დროს, რაფა ვარანს ჩაწოდებული ბურთი სახეში მოხვდა.აღნიშნულის შემდეგ, ფრანგმა ფეხბურთელმა შეცვლა მოითხოვა და 33-ე წუთსზე, მის ნაცვლად ედერ მილიტაო ჩაერთო საქმეში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს გარკვეული ტკივილები აწუხებს კისრის არეში და მისი ასპარეზობა ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ მეტად სათუოა.
MARCA
- 3 ივლისი 2020
- 1 549
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.