კარვახალი: „ეს იყო თასის ფინალივით“
დანიელ კარვახალმა „ხეტაფესთან“ დაპირისპირებაში თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოუპოვა საკუთარ გუნდს, რომელიც შემდეგ რამოსმა გოლად გარდაქმნა.ესპანელმა განაპირა მცველმა ნამატჩევს კომენტარიც გააკეთა.
„ვფიქრობ, ერთ-ერთი რთული დაპირისპირება გამოვიარეთ.ვულოცავ „ხეტაფეს“ ასეთ წარმატებულ ასპარეზობას.გამიმართლა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში მეტოქე ჩემზე დაჯარიმდა და პენალტი დანიშნა მსაჯმა.ჩვენი მთავარი მიზანი იყო კარის მშრალად შენახვა და ბოძებული შანსი გამოყენება.მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში მოპიპოვეთ გამარჯვება.“
„„ბარსელონას“ ქულების დაკარგვის შემდეგ, ვალდებულნი ვიყავით სხვაობა კიდევ უფრო გაგვეზარდა.განვლილ მატჩს მივუდექით როგორც ფინალს.უკვე აღვნიშნე, რომ მეტოქემ საკმაოდ შეგვიქმნა პრობლემები, განსაკუთუთრებით პირველ ნახევარში, თუმცა მწვრთნელმა გარკვეული გარდატეხა შეიტანა თამაშის მიმდინარეობისას და შედეგმაც არ დააყოვნა.ბოლო 15 წუთის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით.ვფიქრობ, ვიმსახურებდით მოგებას.“
„4 ქულიანი ჰანდიკაპის წყალობით, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა, ტიტულის მოგებაც ძალზედ რეალურია.თვითიზოლაციის პერიოდში მწვრთნელის მოწოდება იყო, რომ ჩვენ 11 ფინალი გვქონდა დარჩენილი და შესაბამისად, 33 ქულისთვის უნდა გვებრძოლა.რაც ჩემპიონატი განახლდა, მხოლოდ 2 გოლი გავუშვით და სწორედ ეს არის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო.თუ ასე გავაგრძელებთ, აუცილებლად ვიზეიმებთ ჩემპიონობას.“
„ახლა უნდა დავისვენოთ და მომდევნო პაექრობისთვის სათანადოთ მოვემზადოთ.ჩემი აზრით, „სან მამესზეც,“ დავაფიქსირებთ სასურველ შედეგს, ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ტიტულისაკენ.“
RealMadrid.Com
- 3 ივლისი 2020
- 1 128
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.