„რეალის“ ოფიციალური განცხადება - ფლორენტინო პერესმა ოცნება აიხდინა!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
სამეფო კლუბის ქალთა გუნდმა ოფიციალური ლიცენზია მიიღო. „ტაკონს“ მადრიდის „რეალის“ ქალთა გუნდი ეწოდა.
ქალთა გუნდი „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე მომდევნო სეზონიდან ივარჯიშებს და საშინაო მატჩებსაც სწორედ აქ გამართავს.
ქალთა გუნდს ასევე ეყოლება ახალგაზრდული და კადეტთა კოლექტივები, სადაც მომავალი ვარსკვლავების აღზრდა მოხდება.
„ბლანკოსი“ ყველაფერს აკეთებს ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის და პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის.
- 1 ივლისი 2020
- 4 618
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.