ზიდანი:„ჯერ ჩემპიონები არ გავმხდარვართ“
ზინედინ ზიდანმა „ხეტაფესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ გამარჯვება მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამარჯვებების სერია და საბოლოო მიზანს მივაღწიოთ.“
„აშრაფ ჰაკიმთან დაკავშირებით არაფერია გამორიცხული. არც ის, რომ მაროკოელი „ინტერის“ ღირსების დამცველად ვიხილოთ და არც ის, რომ გარკვეული დროის შემდეგ „ბლანკოსში“ ითამაშოს. ამ ეტაპზე მხოლოდ სპორტულ მხარეზე შემიძლია საუბარი.“
„ყველა მატჩში უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. 11 ფინალიდან 5 მოვიგეთ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, წინ 6 ფინალია და იქაც 100%-იანი შედეგი გვჭირდება.“
„ედენ აზართან დაკავშიერებით სანერვიულო არაფერია. ბელგიელს ბევრი გაუცდა, თუმცა სულ მალე სრულფასოვანი დატვირთვის მიღებას შეძლებს და გუნდს ბევრ რამეში გამოადგება.“
„არამართლზომიერი კალენდარი? მე ვფიქრობ, რომ ახლა მხოლოდ თამაშებზე ფიქრის დროა და სხვაზე არაფერზე ვფიქრობ. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ.“
„საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ, თუმცა უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონობის ღირსები ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ დარჩენილი ფინალების მოსაგებად.“
„ხამეს როდრიგესის განცხადებას ვერაფერს დავამატებ. ბუნებრივია, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს თამაში სურს.“
„კაზემირო ძალიან სანახაობრივია, მან ზუსტად იცის, როგორ დაეხმაროს გუნდს.“
„წინ 6 ტურია, სადაც 18 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. ვერაფერს ვიტყვი კიკე სეტიენისა და „ბარსელონას“ ურთიერთობაზე. სეტიენს გუნდს ჩემპიონობის საკმაოდ კარგი მათემატიკური შანსი აქვს, ამიტომ ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ.“
„გოლების გატანას ყველა ახერხებს. გუნდი მზად არის, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. ვთვლი, რომ ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ.“
„სანამ სეზონი არ დასრულდება, ჩვენი კონცენტრაცია იქნება მაქსიმალური.“
- 1 ივლისი 2020
- 6 274
- 13