AS - „რეალი“ ჰაკიმის სანაცვლოდ არა 40, არამედ 50 მილიონს მიიღებს!
გამოცემა „ას“-ის ინფორმაციით, ჰაკიმის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. მაროკოელი ფეხბურთელი უკვე „ინტერს“ ეკუთვნის...
ამავე წყაროზე დაყრდნობით, „ინტერი“ მოთამაშის სანაცვლოდ ჯამში 50 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა თანხას ფლორენტინო პერესი ნაწილობრივ მიიღებს.
პირველ ეტაპზე სამეფო კლუბის ბიუჯეტში 40 მილიონი ევრო ჩაირიცხება, ხოლო დანარჩენ 10 მილიონს „დედაქალაქელები“ მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ.
ამასთანავე, შეთანხმებაზე ჩაიჯდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მომდევნო სეზონში „ინტერის“ მიერ სკუდეტოს მოგების შემთხვევაში, „მერენგები“ დამატებით 3.5 მილიონ ევროს მიიღებენ.
- 30 ივნისი 2020
- 1 674
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.