მე-20 მატჩი გაშვებული გოლის გარეშე
მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონში უკვე 20 მატჩი ჩაატარა ისე, რომ გოლი არ გაუშვია...
საერთო ჯამში ზინედინ ზიდანის გუნდს 44 დაპირისპირება აქვს გამართული, საიდანაც 20-ჯერ კარი მშრალად შეინახა, ხოლო 24 შემთხვევაში ბურთი გაუშვა.
მსგავსი მაჩვენებლები სამეფო კლუბს წლებია არ ჰქონია.
ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში ზიდანმა გუნდი მნიშვნელოვნად გარდაქმნა და უკანა ხაზის ზუსტ თამაშზე დიდი ყურადღება მიმართა.
ამ ყველაფრის პარარელურად ტიბო კურტუა „ზამორას“ ჯილდოს უახლოვდება.
- 29 ივნისი 2020
- 2 095
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.