ზიდანი: „მისგან არაფერი მიკვირს“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, „ესპანიოლთან“ მოგებული შეხვედრა შეაჯამა.
„ვფიქრობ, ბენზემამ დიდებული გოლი გაიტანა და რაც ყველაზე მთავარია, ეს გახლდათ გუნდური გარჯის შედეგი.შეტევა დაიწყო მარსელოს ჩაწოდებით, შემდეგ სერხიო რამოსმა თავით გადააწოდა ბურთი კარიმს და ამ უკანასკნელმაც ჩინებული ასისტით მოამარაგა კაზემირო.ფრანგი საკმაოდ რთულ მომენტში იყო, თუმცა შესანიშნავი გამოსავალი იპოვნა.ძალიან მომწონს მსგავსი გუნდური გოლები.ჩვენი მეტოქე საიმედოდ იცავდა თავს და შესაბამისად ადვილი გასეირნება არ გამოდგა.“
„ბენზემა ბრწყინვალე მოთამაშეა და ყოველ მატჩში ამტკიცებს ამას.ის უკვე მეთერთმეტე წელია გვანიჭებს სიამოვნებას თავისი ბურთაობით.საგულისხმოა, რომ კარიმი მუდამ სათამაშო კომპონენტების გაუმჯობესებაზე ფიქრობს.თუ მსგავს ტემპში გააგრძელებს განვითარებას, კიდევ არა ერთი წელი შეინარჩუნებს ხარისხს.სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად არ იყო გასაკვირი მისი საოცარი მოქმედება განვლილ დაპირისპირებაში.“
„მიუხედავად იმისა, რომ „ესპანიოლი“ სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზეა, მათმა თამაშმა მოწონება დაიმსახურა.სწორედ ეს არის ლა ლიგის ნიშაც, ვინაიდან შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერმა გუნდმა გარკვერული სირთულეები შეგიქმნას.ცხადია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მარტივი არ არის მიჯრით 5 შეხვედრის მოგება, როგორც შინ, ასევე გარეთ.ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ აღებული გეზი უნდა შევინარჩუნოთ, წინ კიდევ 6 ფინალი დაგვრჩა სათამაშო.“
„ბევრი არაფერი შეცვლილა.აქამდე იყო „ბარსელონას,“ რომელსაც 2 ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდა, ხოლო ახლა მარათონი ჩვენ გადავიბარეთ.ვგონებ, ასეთი დაძაბული ვითარება იქნება ჩემპიონატის დასასრულამდე.ჩვენი მიზანია მატჩიდან მატჩამდე სათანადოდ დავისვენთ და აღვიდგინოთ კონდიციები.მინდა მივულოცო ჩემ მოთამაშეებს წარმატებული ასპარეზობა. დავამტკიცეთ, რომ „ბარსელონასთანა“ სხვაობა, რომელიც სეზონის განახლების წინ იყო, აღმოფხვრადი გახლდათ. ჩვენ გვჯეროდა ჩვენი მიზნის დანარჩენი კი წინ არის.“
„ახლა მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის გათამაშების ფავორიტი, ბოლო ტურამდე არაფერი გადაწყდება, როგორც 2017 წელს, როდესაც ჩემი თაოსნობით მოიგო გუნდმა პრიმერა.რა თქმა უნდა, გახარებულნი ვართ ბოლო დროის განვითარებული მოვლენებით, თუმცა ჯჯერ ნაადრევია ჩემპიონობაზე ფიქრი.“
„ჩვენ კარგად მოგვეხსენება აზარის ამპლუის შესახებ.ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია პოზიციის ცვლილება.ედენს დიდი პერიოდი გაუცდა ტრავმის გამო.მან სერიოზული ოპერაციაც გადაიტანა და შესაბამისად, ასეთი ამბების შემდეგ, ადვილი არ არის სრულფასოვანი დაბრუნება.ის ნელ-ნელა უმატებს და ვფიქრობ, მალე სასურველ კონდიციებში ჩადგება.საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება.“
RealMadrid.Com
- 29 ივნისი 2020
- 6 074
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.