ზიდანი:„აშრაფ ჰაკიმისთან დაკავშირებით დაზუსტებული განცხადების გაკეთება შემიძლია“
ზინედინ ზიდანმა „ესპანიოლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ ლა ლიგის განახლების შემდეგ ნაჩვენები შედეგებით, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ მხოლოდ 4 ფინალი მოვიგეთ, დანარჩენი 7 კი წინ არის და მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გვმართებს.“
„ძალიან ვწუხვარ აბელარდოს გათავისუფლების გამო, თუმცა სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ეს ჩემს კომპეტენციას სცდება.“
„თავიდანვე აშკარა იყო, რომ სერხიო რამოსისგან მსოფლიო დონის ვარსკვლავი დადგებოდა. ესპანელი აბსოლუტურად სხვა მასშტაბის ფეხბურთელია, ის უბრალოდ საუკეთესოა.“
„არ ვიცი, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში განვაგრძობ სამწვრთნელო საქმიანობას, ყველას თავისი გზა აქვს. საფეხბურთო კარიერაც ადრე დავასრულე და ვაპირებ, რომ მწვრთნელის რანგშიც არ ვიყო დიდხანს წარმოდგენილი.“
„ვფიქრობ, უფრო კარგი ფეხბურთელი ვიყავი, ვიდრე მწვრთნელი ვარ. ეს ჩემი პოზიციაა.“
„ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა გვყავს. მიმდინარე სეზონში „ბლანკოსმა“ უკანა ხაზის პოტენციალი გამოავლინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმატების მისაღწევად.“
„მბაპეს გაწვრთნა? მე ვწვრთნი მსოფლიოს საუკეთესო კლუბს, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდის „რეალში“ მსოფლიო დონის ვარსკვლაავები ირიცხებიან. ვთვლი, რომ კილიანი კიდევ მოუმატებს, მაგრამ არ ვიცი, სად ივარჯიშებს ის.“
„მაჰრეზს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია იშვიათი შესაძლებლობებით.“
„მთელი სეზონის განმავლობაში „ბლანკოსმა“ დიდი პროგრესი აჩვენა და დღეს ჩვენ პირველ ადგილზე ვართ. მნიშვნეოვანი ისაა, რომ კარანტინის შემდეგ ჩემი გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა საუკეთესო კონდიცია გვიჩვენა.“
„ვიქნები თუ არა მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში? მე დღევანდელობით ვცხორობ და მსურს მომავალზე ლაპარაკი, ვინაიდან წინ უმნიშვნელოვანესი ეტაპები მელის. ამ საკითხზე საუბარი სეზონის დასრულების შემდეგ შემეძლება.“
„ჩემმა გუნდმა ქვედა ათეულის გუნდებთან რამდენიმე ქულა დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერასდროს გავიგებთ, კონკრეტულად რომელი გუნდი ითამაშებს საუკეთესო ფეხბურთს და ქულებს წაგვართმევს. ჩვენ ჩავდივართ კატალონიაში, რათა ადგილობრივ „ესპანიოლს“ დავუპირისპირდეთ და მორიგი 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“
„ვინისიუს ჟუნიორზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ. ბრაზილიელი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და დიდ პროგრესს აჩვენებს. ყველა ერთად ვმუშაობთ, რათა მოვახდინოთ კოლექტიური გაუმჯობესება.“
„აშრაფ ჰაკიმთან დაკავშირებით დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ის „ბლანკოსს“ ეკუთვნის.“
- 27 ივნისი 2020
- 8 815
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.