9 წელი ვარანის პრეზენტაციიდან და ეპოქალური კარიერის დაწყებიდან!

დღეს, 27 ივნისს 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბმა რაფაელ ვარანი წარუდგინა გულშემატკივრებს.

9 წლის განმავლობაში ფრანგმა ფეხბურთელმა აბსოლტურად ყველა საკლუბო ტურნირის მოგება შეძლო, რომლის მოგებაც „ბლანკოსთან“ ერთად შეიძლებოდა.

ჩემპიონთა ლიგის 4 თასი, ასევე 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერთასი, 2 ლა ლიგა, 1 სამეფო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი. ეს ყველაფერი რაფაელ ვარანის ანგარიშზეა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რაფამ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა და დეშამის გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ.

ვარანის ანგარიშზე 9 წელიწადში 313 მატჩი ფიქსირდება. ფრანგი მცველი სერხიო რამოსის, მარსელოსა და კარიმ ბენზემას შემდეგ ჩატარებული მატჩებით ყველას აღემატება.

რაფაელის ანგარიშზე „მერენგების“ რიგებში 200-ზე მეტი გამარჯვება და 15 გოლი ფიქსირდება.

ვარანის კარიერის საუკეთესო წლად 2018-ია გამოცხადებული, ვინაიდან მან ერთდროულად შეძლო ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

9 წელი ვარანის პრეზენტაციიდან და ეპოქალური კარიერის დაწყებიდან! 9 წელი ვარანის პრეზენტაციიდან და ეპოქალური კარიერის დაწყებიდან! 9 წელი ვარანის პრეზენტაციიდან და ეპოქალური კარიერის დაწყებიდან! 9 წელი ვარანის პრეზენტაციიდან და ეპოქალური კარიერის დაწყებიდან! 9 წელი ვარანის პრეზენტაციიდან და ეპოქალური კარიერის დაწყებიდან! 9 წელი ვარანის პრეზენტაციიდან და ეპოქალური კარიერის დაწყებიდან!

  • Ramos
  • 27 ივნისი 2020
  • 1 408
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (29)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)