აშრაფ ჰაკიმის პირველი განცხადება „ინტერში“ ტრანსფერზე!
მაროკოელი მცველი, აშრაფ ჰაკიმი არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ „ინტერს“ დაუკავშირა. მეტიც, ბევრი წყარო იუწყება, რომ შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის ღირებულებაც 40 მილიონ ევროს შეადგენს. ახალგაზრდა მცველმა ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა.
„მე „დორტმუნდის“ ფეხბურთელი ვარ და მალე მადრიდში დაბრუნება მომიწევს. სხვას ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან არანაირი ტრანსფერი „ინტერში“ არ შემდგარა.“
„არსებობს თუ არა ინტერესი „ინტერის“ მხრიდან? მინდა გითხრათ, რომ ჩემს აგენტს ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე გუნდი დაუკავშირდა, მაგრამ მე პოზიცია არ შემიცვლია.“
- 27 ივნისი 2020
- 2 405
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.