კურტუა „ზამორასკენ“ მიიწევს

პრიმერა დივიზონის 31-ე ტურის შეხვედრაში, ბელგიელმა გოლკიპერმა კვლავ მაღალ დონეზე იასპარეზა და მოწინააღმდეგეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

კურტუასთვის განვლილი დაპირისპირება 28-ე გამოდგა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულფასოვნად ჩაერთო „ზამორას“ ტიტულისთვის ბრძოლაში.ტიბოს ამ ეტაპისათვის მხოლოდ 18 ბურთი აქვს გაშვებული (0,64 თითოეულ მატჩში) - აღნიშნული მაჩვენებელი კი საუკეთესოა.მას ცოტათი ჩამორჩება იან ობლაკი, რომლის ანგარიშზე საშუალოდ 0.71 გოლია თითოეულ მატჩში (საერთო ჯამში 22 გაშვებული გოლი 31 თამაშში).

ნიშანდობლივია, რომ 2007/08 წლების სეზონის შემდეგ, „რეალის“ ვერცერთმა მეკარემ შეძლო ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერის წოდების მოპოვება, ხოლო თავად კურტუას, „ატლეტიკოში“ ასპარეზობის ჟამს, ორჯერ აქვს აღმართული „ზამორას“ ჯილდო.

MARCA

*იმისათვის, რომ მეკარემ იბრძოლოს „ზამორას“ მოგებისათვის, მინიმუმ 28 შეხვედრაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (31)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)