ვინისიუსი:„დუბლის შესრულებასთან ძალიან ახლოს ვიყავი“
ვინისიუს ჟუნიორმა „მალიორკასთან“ ბრწყინვალედ იასპარეზა.
„დუბლის შესრულებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ არ გამიმართლა, თუმცა მაინც ბედნიერი ვარ. ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა. კმაყოფილი ვარ, როგორც პირად, ასევე კოლექტიურ დონეზე. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და პირველი ადგილი დავიბრუნეთ.“
„სახლში ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რათა ფიზიკური თვალსაზირისით კონდიცია გამეუმჯობესებინა.“
„ყოველთვის ყველა ასპექტის გაუმჯობესებას ვცდილობ და ზიდანი დიდ დახმარებას მიწევს. ფრანგ სპეციალისტს ძალიან მოსწონს, როდესაც მისი შეგირდი ბოლომდე იხარჯება და მოტივირებულია.“
„გრაფიკი მართლაც უჩვეულოა. თითქოს მსოფლიო თასზე გამოვდივართ და ძალიან ხშირად გვიწევს თამაში.“
„11 ფინალიდან 4 უკვე მოვიგეთ, წინ კი 7 მატჩია გასამართი, სადაც 21 ქულის მოპოვებას და საბოლოო ჯამში ლა ლიგის მოგებას ვგეგმავთ. ვოცნებობ ესპანეთის შიდა პირველობის ოქროს მედალზე.“
„კრიტიკას არ ვუსმენთ და მშვიდად მუშაობას განვაგრძობთ. სხვადასხვა პოზიცია ყოველთვის იარსებებს.“
- 25 ივნისი 2020
- 1 076
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.