სერხიო რამოსი:„პიკეს სიმშვიდის შენარჩუნებას ვურჩევ“

სერხიო რამოსმა „მალიორკასთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...

„ფეხბურთი კოლექტიური სპორტია. ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. ინდივიდუალური შედეგებიც მეტწილად კოლექტიურ წარმატებაზეა დამოკიდებული. ძალიან მიხარია, რომ „რეალთან“ ერთად ლა ლიგაში მე-300 დაპირისპირება მოვიგე. რომ არა ჩემი საოცარი თანაგუნდელები ასეთ შედეგს ვერცერთ ვარიანტში ვერ დავაფიქსირებდი. ეს არის შედეგი იმ მრავალწლიანი შრომის, რომელიც გაწეული მაქვს.“

„მიზანი 3 ქულა იყო და ჩვენ გეგმა შევასრულეთ. მეორე გოლის შემდეგ მოვეშვით და ტემპი დავაგდეთ, თუმცა ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან 3 დღეში ერთხელ მოედანზე გასვლა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. გარკვეული ხარვეზები გვქონდა, რომელსაც აუცილებლად გავაუმჯობესებთ. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.“

„მსაჯები, VAR სისტემა და ასე შემდეგ სალაპარაკო თემა გახდა. რატომაც არა? ეს ყველაფერი „რეალის“ ლიდერობას უკავშირდება. როდესაც მეორე ადგილზე ვიყავით ამ საკითხზე არავინ საუბრობდა.“

„პიკეს ვურჩევ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს, ჩემი საჯარიმო დარტყმა კი მართლაც დაუვიწყარი იყო.“

  • Hala
  • 25 ივნისი 2020
  • 2 506
  • 1

1

25 ივნისი 2020 10:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მართლა მასეა რა პირველზე გადავედით და მსაჯებზე ალაპარაკდენ სეპარატისტები ბოღმიანები და შურიანები

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)