ტაკეფუსა კუბო:„რამოსმა მითხრა, რომ ამას არ მაპატიებდა“
ტაკეფუსა კუბომ „რეალთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მადრიდში ვიზიტი ნამდვილად ემოციური იყო. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ძლიერი გუნდია „რეალი“. მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ისღა დამრჩენია ზიდანის გუნდს 3 ქულის მოპოვება მივულოცო და ჩემპიონობა ვუსურვო.“
„„მალიორკა“ არასათანადო პოზიციაზე იმყოფება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო ტურების მოსაგებად. ვფიქრობ, მომდევნო ტურებში 12 ქულის აღება მაინც იქნება საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს კლუბს პრობლემები არ შეექმნას.“
„მატჩის შემდეგ სერხიო რამოსმა მითხრა, რომ ცნობილ მომენტს არ მაპატიებს. კაპიტანს ეფექტური მოძრაობით გავცდი, რამაც სიმართლე გითხრათ, ძალიან გამახარა.“
- 25 ივნისი 2020
- 3 315
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.