შეთანხმება მიღწეულია - დანი სებალიოსი!

დანი სებალიოსთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია...

მადრიდის „რეალისა“ და „არსენალის“ საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, დანი სებალიოსი 2020 წლის 30 ივნისს „მეთოფეთა“ მხრიდან ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფლდებოდა.

წესით და რიგით, ესპანელი ფეხბურთელი 6 დღეში მადრიდში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა პრემიერლიგა ჯერ არ დასრულებულა და რამდენიმე კვირა არც დასრულდება.

„არსენალის“ ხელმძღვანელობამ „ბლანკოსს“ საიჯარო ხელშეკრულების 1 თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმართა და მიზეზად სეზონის შეჩერება დაასახელა.

ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით, „მეთოფეები“ სებალიოსს კიდევ 1 თვით დაიტოვებენ და ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

დანი არის ჯერ-ჯერობით პირველი ფეხბურთელი, რომელსაც იჯარის ვადა 30 ივნისს ეწურება, მაგრამ საკუთარი მომავლის შესახებ იცის. გარდა ესპანელისა „ბლანკოსს“ რამდენიმე მოთამაშე ჰყავს განათხოვრებული, მათ შორის ოდრიოზოლაც, რომელთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ახალი ცნობები არ არსებობს.

  • Hala
  • 24 ივნისი 2020
  • 2 193
  • 1

1

24 ივნისი 2020 15:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 103
აუ გუნდში მაგარი წმენდაა დასაწყები ასეთი ტილიანი ფეღბურთრლებს რეალში რაუნდათ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (90)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)