ABC - სერხიო რამოსმა „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა

ABC-ს ინფორმაციით, სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალს“ ახალი ულტიმატუმი წაუყენა. როგორც სჩანს, კაპიტანი ხელშეკრულების 2022 წლამდე გახანგრძლივებას თანხმდება, მაგრამ ახალი მოთხოვნა აქვს.

საუბარი, რომელიც სერხიოსა და „ბლანკოსს“ შორის კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივებაზე მიმდინარეობდა დასრულებულია.

შეთანხმება მხოლოდ 1 წლიან გახანგრძლივებას მოიცავს და ვადა 2022 წლის ზაფხულში ამოიწურება.

სერხიო რამოსის ძმა მზად არის, ახალი კონტრაქტის ყველა დეტალზე თანხმობით გამოვიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში „ბლანკოსს“ კაპიტანისთვის ხელფასის 1 მილიონი ევროთი გაზრდა მოუწევს.

ამ ეტაპზე რამოსი ეკონომიკური კრიზისის გამო შემცირებულ ხელფასსაც არის დათანხმებული, მაგრამ 2021 წლის ზაფხულიდან 2022 წლის ზაფხულამდე გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს.

რამოსის ოჯახი თვლის, რომ 2022 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმება მათი მხრიდან კომპრომისია, ახლა კი კომპრომისზე პერესიც უნდა წავიდეს.

  • Ramos
  • 24 ივნისი 2020
  • 2 064
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)