პელეგრინი ჩილეს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში
ჩილელი მწვრთნელი ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ მას სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა დაითხოვს და უკვე ახალ სამსახურს ეძებს. მას უკვე აქვს ერთი შემოთავაზება სამშობლოდან. შესაძლოა პელეგრინი ჩილეს ეროვნული ნაკრების თავკაცი გახდეს.
ამჟამად ჩილეს ნაკრებს მარესლო ბიელსა წვრთნის, მას კონტრაქტი გუნდთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება და როგორც ჩანს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია არ აპირებს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას, ხოლო ახალ კანდიდატად მანუელ პელეგრინის მოიაზრებენ, ვინაიდან მას არ აქვს გარანტირებული ადგილი მადრიდის რეალში, ჩილელებმა უკვე დაიწყეს მასთან მოლაპარაკებები.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 20 მაი 2010
- 2 140
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.