ოუენი:„ესპანური პრესა ძალიან მკაცრია, ბეილი პატივისცემას იმსახურებს“
მაიკლ ოუენმა გარეთ ბეილსა და ესპანურ პრესაზე ისაუბრა. ინგლისელმა ლეგენდამ საკუთარი მადრიდული კარიერაც გაიხსენა.
„ესპანური პრესა ძალიან მკაცრია. ძალიან ბევრი გამოცემა გარეთ ბეილს ღიად აკრიტიკებს, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიმაჩნია და ვთვლი, რომ უელსელი მოთამაშე მეტ დაფასებას იმსახურებს.“
„ბეილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის იმ თასების მოგებაში, რომელიც „ბლანკოსმა“ ბოლო ათწლეულში დაგვიფიქსირა. ის „რეალის“ ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არ შეიძლება ამ ყველაფრის იგნორირება.“
„საკუთარი კარიერა მადრიდში კარგად მახსოვს. მართალია ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შევძელი, მაგრამ შევიძინე ბევრი მეგობარი, რომლებთანაც ახლაც ხშირი ურთიერთობა მაქვს. „რეალში“ მართლაც დაუვიწყარი ეპოქა მქონდა.“
- 24 ივნისი 2020
- 924
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.