აშრაფ ჰაკიმით 4 გრანდი ინტერესდება
მადრიდის „რეალი“ აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ცდუნებაც საკმაოდ დიდია.
მაროკოელი განაპირა მცველის დამატებით ევროპის 4 კლუბი ინტერესდება.
ჰაკიმის დამატება „ბაიერნს“, „ჩელსის“, სიტის“ და „პსჟ“-ს სურთ.
იმ ფონზე, რომ ეკონომიკური კრიზისი მთელ მსოფლიო მძვინვარებს, ჰაკიმის სანაცვლოდ 50 მილიონზე მეტის მიღება მადრიდის „რეალს“ ინტერესს უჩენს.
ზინედინ ზიდანს არაერთ პრესკონფერენციაზე განუცხადებია, რომ აშრაფის მომავალი „ბლანკოსია“, თუმცა მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.
ერთადერთი რამ, რისი დანამდვილებით თქმაც შეიძლება ისაა, რომ მაროკოელი მცველი „დორტმუნდს“ დატოვებს.
- 24 ივნისი 2020
- 1 009
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.