სანტიაგო ბერნაბეუზე სამუშაოები რეკორდული სისწრაფით მიმდინარეობს
სანტიაგო ბერნაბეუზე არსებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები რეკორდული სისწრაფით მიმდინარეობს...
უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის შეჩერებამ და შემდეგ „რეალის“ მატჩების დი სტეფანოზე ჩატარებამ ფლორენტინო პერესს საშუალება მისცა, რომ არსებული სამუშაოები უფრო სწრაფ ტემპში განევითარებინა.
პირველ ეტაპზე მუშაობა 50%-ით უფრო აჩქარდა, ახლა კი საქმე 70%-იან სისწრაფესთან გვაქვს.
დღისა და ღამის განმავლობაში „რეალის“ სტადიონზე სამუშაოები არ წყდება. არსებობს სხვადასხვა ჯგუფის 4 ცვლა, რომელიც სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ანხორციელებს.
რამდენიმე ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ბერნაბეუს რეკონსტრუქციის პროექტი, შესაძლოა დაგეგმილზე 7 თვით ადრე დასრულდეს.
- 23 ივნისი 2020
- 1 835
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.