ითამაშებს თუ არა რამოსი მომდევნო ტურში? პასუხი ცნობილია!
სერხიო რამოსთან დაკავშირებით ზინედინ ზიდანს „ბლანკოსის“ სამედიცინო შტაბმა მოხსენება გაუკეთა...
ექიმებს მიაჩნიათ, რომ კაპიტანს სერიოზული არაფერი სჭირს და სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმებაც არ სჭირდება, თუმცა არსებობს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, რამოსმა 48 საათი უნდა დაისვენოს. ეს არის ოპტიმალური დრო, რათა მოხდეს მიღებული დაზიანების სრული აღმოფხვრა.
„რეალი“ „მალიორკასთან“ კვირას ითამაშებს, რამოსი კი ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა გადაწყვეტილებას ზიზუ მიიღებს. ექიმები ფრანგ ლეგენდას ურჩევენ, რომ კაპიტანს ერთი ტური გამოატოვებინოს.
- 22 ივნისი 2020
- 4 464
- 43
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.