სტატისტიკით „სოსიედადმა“ „რეალს“ აჯობა
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალმა“ „სოსიედადთან“ დაპირისპირება მოიგო, ბასკური კლუბის სტატისტიკა მართლაც თვალშისაცემია.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ბურთის ფლობის კომპონენტი, რომელშიც ბასკებმა 51%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს. ზიდანის გუნდთან ბურთის ფლობის უპირატესობის მოპოვება ლა ლიგის გუნდებს ნამდვილად უჭირს ხოლმე.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ „სოსიედადმა“ მთელი მატჩის განმავლობაში 562 პასი გააკეთა და „ბლანკოსის“ 530 პასიანი მაჩვენებელი დაჯაბნა.
საერთო ჯამში ბასკურმა კლუბმა შეტევის განხორციელება 123-ჯერ სცადა, საიდანაც 38 შემთხვევაში იერიშმა სახიფათო ხასიათი მიიღო. ამ მხრივ „ბლანკოსის“ მაჩვენებელი 90/34-ზეა.
ერთადერთი კომპონენტი, რომლითაც „ბლანკოსმა“ მეტოქე დაჯაბნა კარში დარტყმებია. ზიდანის გუნდმა 10 მცდელობიდან 6-ჯერ ბურთი ზუსტად კარის ჩარჩოსკენ გადაგზავნა, „სოსიედადმა“ კი ეს მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა.
ფაქტია, რომ „რეალს“ გაუჭირდა, თუმცა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში, მომდევნო ტურებში კი ფრანგმა ლეგენდამ დაშვებული შეცდომების გამოსწორებასა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს.
- 22 ივნისი 2020
- 1 302
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.