ზიდანი:„მსაჯებზე საუბარი ვისაც სურს, წესებს ჩახედოს“
ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ვცდილობ, შანსი ყველას მივცე და გუნდში როტაცია მოვახდინო.“
„როდესაც იქმნება მომენტი, უნდა იყო ეფექტური და ყველაფერი გააკეთო გოლის გასატანად. სწორედ ასეთ თამაშებზე მტკიცდება შენი ნამდვილი კონდიცია.“
„როდესაც სეზონი განახლდა წინ 11 ფინალი იყო, ახლა კი წინ 8 ფინალი გვაქვს. მოცემულობა არ იცვლება. „რეალი“ ყველა მატჩის მოგებას ეცდება.“
„რამოსთან დაკავშირებით ახლა შემიძლია გითხრათ, რომ საქმე უბრალო დარტყმასთან გვაქვს, თუმცა ცუდი ამბავი ის არის, რომ კაპიტანმა საკუთარ ტრავმაზე გვითხრა, რომ ეჭვი აქვს საქმე მარტივად არ არის. ვნახოთ, რა სურათს მოგვცემს სამედიცინო პერსონალი.“
„საქმეს თავს ვართმევთ, რაც პირველ რიგში სწორედ როტაციების დამსახურებაა. ამის გარეშე 3 დღეში ერთხელ თამაში წარმოუდგენლად რთულია. „რეალის“ ყველა ფეხბურთელი იტვირთება.“
„არ ვაპირებ მსაჯებზე საუბარს, ვისაც პრეტენზიები აქვს საფეხბურთო წესებს ჩახედოს და დასკვნები გააკეთოს.“
„ვნახეთ გუნდი, რომელიც თამაშის მოგებას პირველივე წუთიდან ლამობდა. ახლანდელი შედეგი მაბედნიერებს, თუმცა წინ ძალიან რთული გამოწვევებია“
„იანუზაის გოლი? მე ვარ მწვრთნელი და არა მსაჯი, უკვე გითხარით, რომ პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ.“
„რამოსის რეკორდი? ის მსოფლიოს საუკეთესო მცველია. როდესაც გუნდში სერხიო გყავს, აუცილებლად ბედნიერი უნდა იყო.“
- 22 ივნისი 2020
- 2 428
- 4