გუტი ზენიტის წინადადებას განიხილავს
მადრიდის რეალის ვიცე-კაპიტანმა კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა. მას აქვს შემოთავაზებები: თურქეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, აბუ დაბიდან და რუსეთიდან.
გუტის კონტრაქტი მადრიდის რეალთან 2011 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ არ გარკვეულა რომელ კლუბს მიაშურებს თავს. ყველაზე რეალურ ვარიანტად დღემდე გალათასარაი რჩებოდა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შეძენით რუსული კლუბი ზენიტიც დაინტერესდა.
თავად ფეხბურთელს ყველაზე მეტად რუსეთში თამაში სურს, რადგან ზენიტი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ესპანელი ნახევარმცველის შეძენას უკვე მეორე წელია გალათასარაის მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი ცდილობს, მაგრამ თავად ფეხბურთელს არ სურს თურქეთში გამგზავრება.
- 20 მაი 2010
- 1 965
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.