„ბარსელონას“ ლიდერი შესაძლოა 4 მატჩით და ფულადი თანხით დასაჯონ
„სევილიასთან“ მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარის გამო, კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერი, ჟერარ პიკე შესაძლოა 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.
საქმე ეხება მადრიდის „რეალის“ მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ქულების დაკარგვას ეხებოდა და ორაზროვანი იყო.
„„რეალს“ ქულების დაკარგვა გაუჭირდება“-სწორედ ასე განაცხადა კატალონიელებმა და იგულისხმა, რომ ზიდანის გუნდს მსაჯების განსაკუთრებული თანადგომა აქვს, აქედან გამომდინარე, აღწევს საუკეთესო შედეგებს.
სადისციპლინო კომიტეტი უკვე სწავლობს პიკეს განცხადებას და სავარაუდოდ უმოკლეს დროში გახდება ცნობილი, დაისჯება თუ არა ესპანელი გარკვეული რაოდენობის მატჩების გამოტოვებითა და ფულადი სანქციით.
- 20 ივნისი 2020
- 3 268
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.