ფიგუ: "მოურინიო რეალის ფილოსოფიას კარგად შეეწყობა"
ფიგუ ფლორენტინო პერესის პირველი "პროექტის" მონაწილე იყო. იგი მადრიდის რეალს 2000 წელს შეუერთდა და სამეფო კლუბში ხუთი სეზონი გაატარა და შემდეგ ინტერსი გადავიდა. სპორტულ ჟურნალ AS-თან საუბრისას მან კომენტარი გააკეთა მოურინიოს შესახებ.
"ჟოზე გამორჩეული მწვრთნელია, ის ყოველთვის ორიენტირებულია მოგებაზე, მისთვის სხვა შედეგი მიუღებელია და ძალიან ბევრს მუშაობს კლუბთან ერთად, რათა მიაღწიოს სასურველ მიზანს. ეჭვგარეშეა, რომ მოურინიო კარგად აუღებს ალღოს მადრიდის რეალის ღირებულებებს და კარგად შეეწყობა "თეთრების" ფილოსოფიას."
ფიგუ ამჟამად მადრიდში იმყოფება. ის დაესწრო მილანის ინტერსა და მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდული გუნდების მატჩს, აგრეთვე მოინახულა დონ ალფრედო დი სტეფანო და ფლორენტინო პერესი.
ინფორმაციის წყარო: AS.Com
- 20 მაი 2010
- 1 787
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.