მოდრიჩი;„„რეალი“ მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი იყო“

ლუკა მოდრიჩის აზრით, „რეალისა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირებაში პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა, მაგრამ მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული იყო...

„პირველ ტაიმში არაერთი მომენტი შექმნა, როგორც ერთმა, ასევე მეორე გუნდმა, მაგრამ გოლი არ გასულა. მახსენდება აზარის მომენტი, ასევე კარვახალის შეჭრა საჯარიმოში, როდრიგო მორენოს ძელი და ასე შემდეგ.“

„მეორე ნახევარში „რეალი“ აბსოლუტური დომინაციით გამოირჩა და შედეგიც სახეზეა. „ბარსელონას“ საკუთარი მატჩი მოიგებული ჰქონდა, ამიტომ ვალდებულნი ვიყავით, 3 ქულა მოგვეპოვებინა და 2 ქულიანი სხვაობა აგღვედგინა.“

„წინ 9 ფინალია. მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელს სწამს, რომ ლა ლიგის მოგება შესაძლებელია. ამისთვის არაფერს დავიშურებთ. ჩვენი მიზანი მომდევნო 9 ტურში 27 ქულის მოპოვება იქნება.“

  • Hala
  • 19 ივნისი 2020
  • 970
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)