ზიდანი:„ბრძოლა გრძელდება, ასენსიო კი საოცარი იყო“
ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდის „რეალმა“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო დაპირისპირება, სადაც მეტოქემ პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი მომენტები შექმნა. იყო ტემპი, რომელსაც გავუძელით, მეორე ტაიმში კი სოლიდური უპირატესობის მოპოვება შევძელით, რაც ტაბლოზეც აისახა. ყველა მოთამაშემ ბოლომდე იბრძოლა. ამაყი ვარ და ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ. აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.“
„წინ 9 ფინალი გველის, ახლა ჩვენი საზრუნავი მომდევნო ტურია. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. გუნდი ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე დგას და გვჯერა, რომ შედეგებს მივაღწევთ.“
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასენსიო დაბრუნდა და თანაც გრანდიოზულად. ესპანელმა ფეხბურთელმა გოლის გატანა შეძლო. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მარკო ჩვენს განკარგულებაშია.“
„ბენზემასთვის მარცხენა ფეხი არასდროს ყოფილა კომფორტული. ის მემარჯვენეა, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან ეფექტური გოლი შემოგვთავაზა და ყველაფერს წერტილი დაუსვა.“
„5 ცვლილება? დიახ, საკმაოდ კომფორტული გადაწყვეტილებაა, თუმცა ყველა მატჩში რესურსის ამოწურვა სავალდებულო არ არის.“
„მსურს ხაზი გავუსვა ფეხბურთელთა არნახულ თავდადებას. ახლა ჩვენ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე ვდგებით და ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგები მივიღოთ. ყველა ფეხბურთელს მივულოცე წარმატება.“
„აზარის გამოსვლა ეფექტური იყო. ფაქტია, რომ ბელგიელი ფეხბურთელი შეტევაში ძალიან ბევრს მუშაობს და წინა ხაზი ბევრად სოლიდურია. მან მოედანზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა. ვთვლი, რომ ედენი კიდევ მოუმატებს, მისი კლასი ნამდვილად შეუფასებელია.“
„„ვალენსიას“ გოლის გაუქმება? ეს VAR სისტემის გამოყენების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა და ეჭვს ვერ შევიტან. პირველი ტაიმის შემდეგ, რამოსმა გასახდელში თქვა, რომ გაუქმებული გოლის შემდეგ გუნდი უნდა გამოცოცხლებულიყო. ასეც მოხდა.“
- 19 ივნისი 2020
- 2 858
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.