სილვას "გამადრიდელება" გარდაუვალია
თუ დავუჯერებთ ესპანურ გამომცემლობა მარკას დღევანდელ გამოცემას, დავიდ სილვა ძალიან ახლოს არის მადრიდის რეალში გადმობარგებასთან. ფეხბურთელის შეძენის საკითხი ამ კვირაში გადაწყდება.
როგორც მოგეხსენებათ უკვე მეორე წელია, რაც ვალენსიას ფინანსური კრიზისი აქვს და მდგომარეობის გამოუმჯობესებას ვერ ახერხებს. კრიზისის დასაძლევად კლუბმა უკვე გაუშვა დავიდ ვილა, რომელიც ბარსელონაში 40 მილიონად გადავიდა. "ღამურების" პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ვალენსიას სხვა წამყავნი ფეხბურთელი აღარ დატოვებს.
მიუხედავად ამისა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული სილვას სამსახურით და მის შეძენას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეეცდება, რადგან მუნდიალზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში მისი ფასი გაიზრდება.
- 20 მაი 2010
- 2 463
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.