მაურინიო საკუთარ მოედანზე 2002 წლის შემდეგ არ დამარცხებულა
2002 წლის 23 თებერვალს მოკრძალებული "ბეირა მარი" ესტუმრა ჟოზე მაურინიოს "პორტოს" და მოულოდნელად 2:3 დაამარცხა.
ის მატჩი ისევე გაქრებოდა და დაავიწყდებოდა ყველას როგორც სხვა დანარჩენი,რომ არა ერთი მიზეზი.მიზეზი ის გახლავთ რომ იმ თამაშის შემდეგ მაურინიოს გაწვრთნილ არცერთ გუნდს საკუთარ მოედანზე მარცხი არ განუცდია.
მას შემდეგ 3007 დღე გავიდა და მაურინიომ 136 საშინაო მატჩში ჩაატარა,რომლებშიც მარცხი არ განუცდია,არც "პორტოში" (2002/04), "ჩელსში" (2004/07) და არც "ინტერში" (2008/2010).8 წლის განმავლობაში ჟოზეს შეგირდებმა არ იცოდნენ წაგების გემო საკუთარ მოედანზე,მათ 111 გამარჯვება მოიპოვეს და მხოლოდ 25 ჯერ დაყაბულდნენ ფრეს.გაიტანეს 294 გოლი და საკუთარ კარში 81 მიიღეს.
ასევე მაურინიოს პირად მიღწევაში ითვლება "პორტოს" შესანიშნავი გამოსვლა 2003/04 წლების სეზონში,გუნდმა 100% შედეგი აჩვენა და საკუთარ მოედანზე 17 დან 17 მოგება მოიპოვა.ამ რეკორდის გამეორებასთან პორტუგალიელი თავკაცი კიდევ ორჯერ იყო ახლოს,როცა "პორტომ" 17 თამაშიდან 16 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა იმავე "ბეირა მართან" (2002/03) სეზონში და (2005/06) სეზონში "ჩელსიმ" 18 საშინაო გამარჯვება იზეიმა და მხოლოდ "ჩარლტონთან" დასჯერდა ფრეს.
თუმცა თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვიმსჯელებთ,აქ ჟოზე ოთხჯერ დამარცხდა, ორჯერ "პორტოში" ("რეალთან"),შემდეგ "ჩელსიში" ("ბარსასთან") და "ინტერში ("პანათინაიკოსთან").ასევე იყო დამარცხებები ინგლისის თასზე ("ლივერპულთან") და უეფას თასზე ("პანათინაიკოსთან")
- 20 მაი 2010
- 2 386
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.